ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია
26–28 თებერვალი, ბაკურიანი, 2016 წელი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭომ და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდმა 2016 წლის 26-28 თებერვალს, ბაკურიანში (სასტუმრო „ევრიკა“, აღმაშენებლის 92) გამართა მრავალდარგობრივი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია შემდეგ მიმართულებებში:
1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
2. სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები;
3. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
4. ინჟინერია და ტექნოლოგია;
5. მედიცინა და ჯანდაცვა;
6. აგრარული მეცნიერებები.

 

კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდა და მეცნიერთა კოორდინაცია, კონტაქტების დამყარება და დარგობრივი სამეცნიერო მოსაზრებების გაზიარება.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში დოქტორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ  ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო სტუდენტებიც.

აღნიშნულმა კონფერენციამ სრულად უპასუხა თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებს, როგორც ლოკალურ, ისე სართაშორისო დონეზე და იყო ახალაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისთვის  განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობა.